Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულებიდან ვის უნდა შეეხოს ამნისტია/შეწყალება - NGO-ების პოზიცია

14 მაისი, 2019 12:58

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემების შესწავლას და დამუშავებას და გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმები;

„პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება. დღემდე მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ეპიზოდური გადაწყვეტილებებით ხერხდება, ხელისუფლება კი თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენთვის უცნობი რჩება ხელისუფლების პოზიცია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე", - აღნიშნავენ ორგანიზაციები. 

მათი თქმით, ნარკოპოლიტიკის სფეროში სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რაც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. 

ვის უნდა შეეხოს ამნისტია/შეწყალება?

„ლიბერალთან" საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ ამნისტია-შეწყალების მექანიზმები, პირველ რიგში უნდა შეეხოს მომხმარებლებს, რომლებიც ისჯებიან სისხლის სამართლის წესით და იმ ადამიანებს, ვინც პირადი მოხმარების გამო გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკს ფლობდნენ და მსჯავრდებულები არიან ფლობის გამო.

მისივე თქმით, იმ საქმეებში, სადაც კომერციული ან ნარკოტიკის გასაღების ინტერესი იკვეთება, ეს შეიძლება, იყოს საქმეების ის კატეგორია, რომელზეც სამუშაო ჯგუფის რესურსი არ იხარჯება.

„რაც შეეხება ოდენობებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება საკამათო საკითხი და სამუშაო ჯგუფში შესათანხმებელი. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ამ ჯგუფში ექიმები და ნარკოლოგები, რომელთაც შეუძლიათ სამართლიანად განსაზღვრონ ნივთიერებისა და ოდენობის მიმართება და სწორი პოლიტიკური გადაწვეტილებისთვის მოამზადონ საფუძველი...

ჩვენ იმდენად უსამართლო კანონმდებლობა გვაქვს ოდენობების ნაწილში, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს სამუშაო ჯგუფი, თვითშეზღუდვით არ უნდა იმოქმედოს. არის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც მცირე ოდენობა საერთოდ არ აქვს. რაც რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფი ამ ნივთირებების დიდი ოდენობით ფლობის საქმეებს არ უნდა შეეხოს", - ამბობს ვერძეული.

მისივე განმარტებით, ამნისტიის მექანიზმის პარალელურად გამოყენებული უნდა იყოს შეწყალების მექანიზმიც.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ ამნისტია ბევრ მუხლზე გავრცელდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მსჯავრდებულების დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად უსამართლო და არაპროპორციულ სასჯელებს იხდიან, დარჩნენ ისევ ციხეში, ამიტომ ეს უნდა დააბალანსოს და დააკომპენსიროს შეწყალების მექანიზმმა", - ამბობს ვერძეული.

თუ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტზე შეჯერებას დიდი ხანი დასჭირდება, ამნისტიის საკითხს დავაყენებდი - კობერიძე წულუკიანს

მოხმარების ან მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში მსჯავრდებულების ამნისტია უნდა მოვითხოვოთ - ვერძეული

ხელმომწერები:

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”;

ღია საზოგადოების ფონდი;

„ალტერნატივა ჯორჯია”;

თეთრი ხმაურის მოძრაობა;

„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”;

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”;

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი”;

„ფენიქსი 2009”;

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD);

„ახალი ვექტორი”;

„ჰეპა+”;

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^