Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►მოისყიდეთ, გაიტაცეთ... 50+1 ხმით უნდა მოვიგოთ - „კურიერი" „ოცნების" წევრის, სავარაუდო, ჩანაწერს ავრცელებს

14 მაისი, 2019 13:05

„კურიერი" ავტომანქანაში გადაღებულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრი მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები „მოვიდა ზევიდან".

„თათბირზე ვიყავი ახლა და თბილისიდან იყო წარმომადგენელი. კაროჩე, ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა... მოსყიდვა - მოისყიდეთო, გასატაცებელია - ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო", - ისმის „კურიერის" ჩანაწერში. 

ვიდეოჩანაწერის თანახმად, „ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ოკუპირებულ გალის რაიონში არჩევნებში გამარჯვების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობს. 

„გალელ მაყურებლებს უნდა შევხვდე დღეს, გამიგე? მაგიტომ გამოვედი. გუშინ ინფორმაცია მივიღე, საზღვარი იკეტება. 30 კაცი გადმოდის. რა ჰქვია იმას, ოთარ თორდია და გიზო. ესენი ამ კაცს დაუკავშირდნენ და გადმოდიან.

დაიკეტება და იქით ხალხს დავკარგავთ. მითხრეს, რომ 30 კაცი გარანტირებული იყო" - ისმის ჩანაწერში. 

პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩანაწერში ჩანს, „რუსთავი 2-თან" საუბარში ჩანაწერის ავთენტურობას უარყოფს: „ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, ეს მე არ ვარ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^