„არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, წყნარად, მშვიდად წარვმართოთ არჩევნების პროცესი, მივცეთ საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი არჩევანი მშვიდ გარემოში. რასაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ყველა ექსცესს გამოიძიებენ დეტალურად. „შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისგებაში".
რაც შეეხება არჩევნების დღეს პოლიციის მობილიზებას, გახარია აცხადებს:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულსა და ზესტაფონში. საერთაშორსო პატრიონებთან, დამკვირვებლებთან კონსულტაციებით გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი ყველა ლოკაციაზე", - განაცხადა გახარიამ.