Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტროს შეთავაზება პენსიონერ მასწავლებლებს - შეფასება

14 მაისი, 2019 16:48

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ახალი შეთავაზება აქვს.

იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

განათლების საკითხების მკვლევრის, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამინისტროს მხრიდან მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის მექანიზმზე დაიწყო საუბარი.

„ეს ინსტრუმენტი განსხვავდება წინა ინსტრუმენტისგან, რომელიც გააუქმეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ მასწავლებელი თუ ვერ დაადასტურებდა კომპეტენციას, ის უნდა წასულიყო. ამ შემთხვევაში ის არ არის ვალდებული, წავიდეს, მაგრამ შეუძლია, რომ წავიდეს, თუ არის საპენსიო ასაკის.

ზოგადად, წამახალისებელი ინსტრუმენტები უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე იძულების ინსტრუმენტები, ამ მხრივ მისასალმებელია, რომ რაღაც ასეთი ინსტრუმენტი შემოიღეს, მაგრამ გაუგებარია და ცოტა არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს ვადები, რასაც მასწავლებლებს აძლევენ, მაისის ბოლომდე ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა გაუჭირდეს ადამიანს. ასევე, არ ჩანს, ეს ინსტრუმენტი ერთჯერადია თუ რაღაც ინსტიტუციონალიზებული ხასიათი ექნება“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით მნიშვნელოვანია სისტემიდან გასვლის მექანიზმის გარდა, არსებობდეს ერთი მხრივ, როგორც მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის გააზრებული პოლიტიკა, ასევე კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მექანიზმები. 

„მაგალითად, არ ჩანს მოწოდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ გადაწყვიტონ ადამიანებმა სკოლაში მუშაობა; არ ჩანს ინსტრუქციები, რომ სახელმწიფო აძლევდეს სკოლებს, თუ როგორ უნდა იპოვონ შემცვლელები, არ ჩანს მექანიზმები ადამიანების მოზიდვის, სხვა პროფესიებიდან, მაგალითად, როგორ იქნება შესაძლებელი, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ვაკანსია მარტივად იპოვოს, ან როგორ შეუძლიათ, სკოლებს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მომავალი მასწავლებელბი იპოვონ.

არც მასწავლებლების პროფესიაში შემოყვანის პროგრამების შესახებ ვიცით, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ უბრალოდ უნივერსიტეტში უფინანსებს სწავლას; არც მაღალი კვალიფიკაციისა და ცოდნის მასწავლებლების შენარჩუნების შესახებ ვიცით ბევრი რამ, რაც დაეხმარება ადამიანებს, რომ როცა ისინი ენთუზიაზმით შედიან სისტემაში, მერე იმედგაცრუებულები არ ტოვებდნენ ამ სისტემას, ეს პრობლემა გვაქვს.

ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის. პირდაპირი რისკი არ არის, მაგრამ რისკი არის ცხადია, რომ სკოლების რაღაც ნაწილში შესაძლოა პედაგოგების ნაკლებობა შეიქმნას და ის სკოლები იძულებულნი გახდებიან, პენსიაზე წასული ადამიანები მოაბრუნონ სკოლაში“, - უთხრა „ლიბერალს“ სიმონ ჯანაშიამ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის პედაგოგი ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას, მაგრამ სკოლის დატოვების სურვილი არ ექნება, სკოლას შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუკი პედაგოგი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, შეუძლია, ხელშეკრულება გაუგრძელოს. 

სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ დირექტორს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, მასწავლებლის შემცვლელი ეძებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ ექნება მოტივაცია, რომ ვაკანსია გამოაცხადოს, რადგან ვაკანსიის გამოცხადებამ შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს სასკოლო საზოგადოებაში.

რა ბარიერებს აწყდებიან დამწყები მასწავლებლები

არაქართულენოვანი სკოლების საკადრო გასაჭირი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^