Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს თემატიკა - გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის პროდიუსერი

14 მაისი, 2019 14:50

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ახალი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს გაიმართება. ფილმი ქართულის მოცეკვავე ბიჭების სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.  

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ფილმის ქართველი პროდიუსერი ქეთი დანელია ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ ქალაქ კანში ჯგუფი გასამგზავრებელი თანხით არ დააფინანსა, თუმცა მისივე თქმით, ზეპირი შეთანხმება 2500 ლარით დაფინანსებაზე არსებობდა - „რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ თანხას აღარ მაძლევენ, რადგან ვეღარ ასწრებდნენ მის გამოყოფასა და ჩარიცხვას“.

ქეთი დანელია ამბობს, რომ სანამ სამინისტროსგან უარს მიიღებდა, ფილმის ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროდან დაურეკეს

„გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე, დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორები და ჩემი პირადი თანხა მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე.

ეროვნულმაკინოცენტრმა მოგვცა 30% იმ თანხის, რაც რეალურად გვჭირდებოდა. ამიტომ, ამ 2500 ლარსაც დიდი მნიშვნელობაჰ ქონდა ჩვენთვის“, - აცხადებს ქეთი დანელია. 

სრული ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე 


„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კოპროდუქციაა. როგორც გამოცემა Indiewire წერს, აკინმა ქართველ მოცეკვავეებთან ვრცელი ინტერვიუების მეშვეობით დაინახა, რომ გენედერისა და სექსუალობის საკითხები მთავარ კონფლიქტს წარმოშობს კონსერვატიულ, რელიგიურ კულტურაში. 

„როცა ვნახე, რამდენიმე მამაცი ახალგაზრდა როგორ ცდილობდა აქციის გამართვას 2013 წლის [17 მაისს] და როგორ დაესხა თავს ეკლესიის მიერ ორგანიზებული ათასობით ადამიანი, ვიგრძენი საჭიროება, რომ ამ საკითხს როგორღაც უნდა შევხებოდი“, - ამბობს რეჟისორი. 

როგორც ფილმის სინოფსისში წერია, „ქართულის მოცეკვავე მერაბის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი გამოჩნდება. ირაკლი მერაბის ყველაზე ძლიერ მეტოქედ და ამასთანავე მოწონების ობიექტად იქცევა, კონსერვატიულ გარემოში კი მას ბევრი რისკზე წასვლა მოუწევს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^