Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის გამო შსს-მ ერთი პირი დააკავა

14 მაისი, 2019 17:46

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით, დღეს ზუგდიდში „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოგრაფზე ძალადობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით, შსს-მ ასევე გამოძიება დაიწყო 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს - დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.

ზუგდიდში, დადიანიანების სასახლის ეზოში ქალაქის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს დღეს გადაღებაში ხელი შეუშალეს.

„ძალიან უხეშად მოვიდნენ გინებით. არ გვამუშავეს. ჩვენ აქ გადაღება გვქონდა სასახლის თემაზე, მოცვივდნენ, გინებაზე გადავიდნენ და ჩხუბზე. ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს დასდევდნენ“, – ამბობს სანდრა რულოვსი ვიდეოში, რომელიც „ლიბერალს“ ადგილობრივმა სტუდენტმა, მინდია გაბაძემ მიაწოდა.  

შეხვედრის მონაწილეების თქმით, პოლიცია შემთხვევის ადგილას დაგვიანებით, მას შემდეგ მივიდა, რაც თავდამსხმელებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^