Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამი ცვლილება, რომელიც სქემაში შედის - ცვლილებათა პაკეტი მთავრობას წარედგინა

14 მაისი, 2019 18:01

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ინფორმაციით, გუშინ მთავრობას წარედგინა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა 3 ძირითად ცვლილებაზე, რომელიც სქემაში აისახება:

ერთ-ერთი ცვლილებით, მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა. მოქმედი რეგულაციით, პედაგოგს მიღებული სტატუსის შესანარჩუნებლად გარკვეული კრედიტქულები უნდა შეეგროვებინა.  (მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში 13 კრედიტქულას ვერ დააგროვებდა, ის ამ სტატუსს დაკარგავდა).

„როდესაც მასწავლებელი მომდევნო სტატუსზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ის ადასტურებს კომპეტენციას. როგორ შეიძლება, კომპეტენცია გქონდეს და თან არ გქონდეს. ის შეთავაზება, რაც საკანონმდებლო დონეზე შევა პარლამენტში, გულისხმობს სახელშეკრულებო ელემენტის გაჩენას მასაწვლებლებთან. მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი იმისა, რომ რაღაცას ჩამოართმევენ. ამ ცვლილებით, მასწავლებლებს მიღებული სტატუსი არ ჩემოერთმევათ“, - განმარტავს ირინა აბულაძე.

კიდევ ერთი ცვლილებით, მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის შევსება სავალდებულო აღარ იქნება.

„ამ თვითშეფასების კითხვარის მიზანი იყო ის, რომ მასწავლებელს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები განესაზღვრა. აქედან გამომდინარე, დაეგეგმა სასწავლო პროცესი, თუმცა კვლავამ აჩვენა, რომ რაღაც ეტაპზე თვითშეფასების კითხვარის შევსება ფორმალობა გახდა. შესაბამისად, ეს ბიუროკრატიული ელემენტი მოვხსენით და აღარ არის სავალდებულო“, - განმარტავს ირინა აბულაძე.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილებით, მოიხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, პედაგოგებს პროფესიული განვითარების ტრენინგების მეშვეობით, არაუმეტეს 5 კრედიტის დაგროვების საშუალება ჰქონდათ.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რაც შეიძლება მრავალმხრივი გზით გადავიდნენ შემდეგ სტატუსზე. გამოცდა არის ერთი, მაგრამ არა ერთადერთი პროფესიული განვითარების საშუალება. აქტივობები არის დამატებითი შესაძლებლობა. ამიტომ 5-კრედიტიანი შეზღუდვა არ არის რელევანტური, ამიტომ ეს შეზღუდვა მოიხსნება“,- ამბობს ირინა აბულაძე.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 8 000 მასწავლებელი ზაფხულში უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან მათი დანამატიც 150 ლარით გაიზრდება.

სამინისტროს ცნობით, სექტემბრიდან უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს ანაზღაურება 150 ლარით (დასაბეგრი) გაეზრდებათ. საუბარია იმ პედაგოგებზე, რომლებიც სკოლაში სრული დატვირთვით მუშაობენ. სამინისტროში ამბობენ, რომ დამატებით ანაზღაურებას, დღეის მდგომარეობით, ამ აღნიშნული სტატუსების მქონე პედაგოგების 80%-ზე მეტი მიიღებს.

სტატუსის შესანარჩუნებლად 13 კრედიტი 11 734 უფროს პედაგოგს ჯერ არ დაუგროვებია

ცვლილებები სქემაში - როგორ დააგროვებს პრაქტიკოსი პედაგოგი კრედიტქულებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^