Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვანო მერაბიშვილის დაკითხვა „მატროსოვის“ ციხეში დასრულდა

14 მაისი, 2019 18:47

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა „მატროსოვის“ ციხეში დასრულდა. ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ციხიდან მისი გაყვანის საქმეს ეხებოდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მერაბიშვილისთვის ახალი არაფერი უკითხავთ და ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის. 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, ეს მესამე დაკითხვა იყო და როგორც წინა ორ დაკითხვაზე მერაბიშვილმა გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ციხიდან მისი გაყვანის დამკვეთებისა  და შემსრულებლების შესახებ.

„ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია, მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს, დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ, რომ ღამე იყო. პრაქტიკულად, არც ერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

პროკურორ თამუნა ვახანიას თქმით, ვანო მერაბიშვილისგან ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^