Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები ტაქსის მძღოლების კიდევ ერთი ნაწილისთვის გამოიყოფა

15 მაისი, 2019 11:40

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი ვაუჩერები გამოიყოფა. ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების აღება შეეძლებათ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს ნებართვა და შემდეგ შეცვალეს ავტომობილი ან ლიცენზია 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე აიღეს.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია და შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ, მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერები. ვაუჩერის აღება მათ 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი დავუშვით 11 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე გაცემული ნებართვის მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა, თუ ეს პირები ფლობენ არაუმეტეს 15 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, ისინიც მიიღებენ ვაუჩერებს“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის თქმით, გარდა ამ შეღავათისა, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი საპარკინგე ადგილებიც გამოიყოფა. კალაძის თქმით, 14 ახალ მისამართზე 34 ადგილი გამოიყოფა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, საერთო ჯამში, ცალკე გამოყოფილი 437 ადგილით ისარგებლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^