Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იწყება და ქუჩის ნაწილი დაიკეტება - კალაძე

15 მაისი, 2019 12:02

მაისის ბოლოს თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამის გამო, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება. კალაძის თქმით, პირველ რიგში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

„მქონდა საუბარი GWP-თან და მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეა დაზიანებული, რომ მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ერთხელაც მოძრავი სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა, ჩავარდეს“, - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის თქმით, ჭავჭვაძის გამზირი 2.5 კილომეტრამდე სიგრძისაა და მისი მთლიანად დაკეტვა სატრნასპორტო მოძრაობას პრობლემებს შეუქმნის. ამის გამო, გამზირი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე გადაიკეტება. 

„მას შემდეგ, რაც დაიწყება რეაბილიტაცია, ჩვენი საქალაქო სამსახური შეცვლის საფეხმავლო ბილიკებს ქვეითებისთვის.იგეგმება განათებების ცვლილება და ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ახალი განათებების დაყენება და ა.შ.“ - თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, გამზირის შესახებ კვლევის შედეგებს მერიას კომპანია „სისტრა“ წარუდგენს და ამის შემდეგ შეიმუშავებენ გეგმას, როგორ გამოიყოს ქუჩაზე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლი და ველობილიკები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^