Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია: „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი

15 მაისი, 2019 14:47

კოალიცია „ოდიშის“ წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ეხმაურება.

„2019 წლის 14 მაისს, „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან, სანდრა რულოვსს გარკვეული პირები დაუპირისპირდნენ. ამასთან, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მიგვაჩნია, რომ გადამღებ ჯგუფთან მიმართებაში ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან. მნიშვნელოვანია, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, ყველა მხარემ გაიაზროს მედიის როლი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ მედიის წარმომადგენლების მიერ ხდება საზოგადოების ინფორმირება იმ საარჩევნო საკითხებზე, რომლებიც მოქალაქეებს კენჭისყრის დღეს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწრენ: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^