Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გორში მოკლული 9 წლის გოგონაზე სექსუალური ქმედება ექსპერტიზამ დაადასტურა - პროკურორი

16 მაისი, 2019 13:22

გორში მოკლული 9 წლის მოზარდის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.  მისი თქმით, ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ტელეფონიდან  დაკავებამდე წაშალა ჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს. პროკურორის თქმით, ჩანაწერი აღდგენილია. 

„სასამართლომ გამოიკვლია არა მხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის საფუძველზე, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი.

ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამას მობილური ტელეფონით იღებდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათისა და რიცხვის მიხედვით. ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^