Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურაში 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

17 მაისი, 2019 19:42

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებიდან 15-მა შიმშილობა  დაიწყო. ამის შესახებ „ლიბერალს“ ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ უთხრა. გაფიცული მშების ხელფასისი 50%-იან მატებას ითხოვენ. 

ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო თავდაპირველად 150 მუშა გაიფიცა, თუმცა მოგვიანებით დარაჩენებიც შეუერთდნენ. პაატა სამხარაძის თქმით, სრულიად გაჩერებულია საწარმო და ყველა მაღაროელი გაფიცულია. როგორც ის „ლიბერალთან“ ამბობს, 3 000-მდე მუშაზეა საუბარი. 

მაღაროელები ხელფასისი მატებასთან ერთად კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 

დღეს გაფიცულ მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმმადგენელთან ერთად მუშებს დაჰპირდნენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებას დღესვე დაიწყებდნენ. 

„დღესვე დაიწყებს კომპანია თქვენი მოთხოვნების შესრულებას“ – გაფიცულ მაღაროელებთან პოლიტიკოსები მივიდნენ

პაატა სამხარაძის თქმით, მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა:" არანაირი შეთანხმება, ხელფასზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. კომპანიის წრამომადგენელმა თქვა, რომ 10-15% შეიძლება მაგრამ ესეც კომპანიის ხელმძღვანელობასთან უნდა შეთნახმდესო და ოთხშაბათამდე ითხოვა დრო. რაზეც მუშებმა უარი თქვეს." 

„იმ ჩამოსულ ინვესტორებს ნუ შეაკლავთ ჩვენს თავს" - მაღაროელი მმართველი პარტიის წევრებს

„მაღაროელებს გადაბმულად ამუშავებენ, 15 დღე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ" - ჭიათურის პირველადი პროფკავშირი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

რა გახდა „ევროპელების“ და „ნაციონალების" ...

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სავარაუდოდ, ახალი დაპირისპირება დაიწყო.& ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

ბოლო მონაცემებით იაპონიაში ტაიფუნმა 42 ა ...

ტაიფუნი „ჰაგიბისი”, რომლის დიამეტრი 1,400 კილომეტრია, 4 ოქტომბერს ჩამოყალიბდა და იაპონიის კუნძულებს შაბათს, ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

რატომ უნდა მივსულიყავი პროკურატურაში? - ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფებოდა.  „ჩ ...
^