Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქვიარ აქტივისტი: პოლიციამ დროშის გაშლის საშუალება არ მოგვცა, აგრესიულად გვექცეოდნენ

17 მაისი, 2019 22:29

ქვიარ აქტივისტის ნიკა წიქარიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა ის და მისი მეგობარი დროშის გაშლის მცდელობისთვის გააჩერეს, გაჩხრიკეს, მობილური ტელეფონები წაართვეს და ტერიტორია მუქარით დაატოვებინეს.

ნიკა წიქარიშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის ინტერვიუს მისაცემად და ქვიარ დროშის გასაშლელად მივიდნენ. ამ დროს კი პოლიცია თავს დაესხათ.

„დამოუკიდებელი აქტივისტები ვართ, გვინდოდა დროშა გაგვეშალა და შევუთანხმდით ტელეკომპანიას ინტერვიუზე. ამავდროულად დავუკავშირდით პოლიციას, რადგან გვსურდა მათთან შეთანხმებაც უსაფრთხოების დასაცავად. მაგრამ ჟურნალისტთან შეხვედრამდე რამდენიმე პოლიციელი გამოგვყვა. უფორმო იყო ერთ-ერთი, რომელმაც მითხრა, რომ მოდი აქ ჩემო ძმაოო, მე მეგონა ვინმე ჰომოფობი მოქალაქე იყო და სხვა პოლიციელს დავუძახე, ფორმიანს. ისიც მოვიდა და ჰო, ჰო, წამოდი აქეთო.

გადაგვიგრიხეს ხელები, წრე შემოგვარტყა რამდენიმემ და გაგვიყვანეს იმ ტერიტორიიდან. ვეუბნებოდი, არ გინდათ ასე, ნუ იქცევით არაადამიანებივით, მოგვყვებით ისედაც მეთქი“, - ჰყვება ნიკა წიქარიშვილი „ლიბერალთან“.

ქვიარ აქტივისტის თქმით, სამართალდამცველები აგრესიულად მიმართავდნენ, უყვიროდნენ. მან კი ცოტა ხნით მობილურით ვიდეოს გადაღება მოახერხა, რამაც პოლიციელები კიდევ უფრო გააბრაზა.

„ჩავიწერე მათი სახეები, მაგრამ ძალიან აგრესიულები იყვნენ, თავიანთი ხელით ამოგვიღეს ტელეფონები, წაიღეს და ნახეს რას ვიწერდით. გვეუბნებოდნენ, ახლა ჩვენ მოგივლით, თქვენ რამე ხო არ გეშლებათ და ა.შ. ჩვენ ვთხოვდით უბრალოდ, რომ მოეცათ ტელეფონები. ისინი, როგორც ჩანს, შევიდნენ ჩემს ვიდეოგალერეაში და წაშალეს ვიდეო, რომელიც გადავუღე“, - ჰყვება წიქარიშვილი. მისი თქმით, პოლიციელებმა შემდეგ თავიანთ მანქანაში ჩასვეს და არ უხსინდნენ, რა მიზეზით დააკავეს, თუმცა საბოლოოდ გაუშვეს.

„ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში „ლიბერალს“ უთხრეს, გენერალურმა ინსპექციამ ამ შემთხვევის შესწავლა დაიწყო. „გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ მოქალაქეს, თუმცა მან ამ ეტაპზე უარი განაცხადა სამინისტროში მოსვლაზე“, - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^