Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► უთხარი „არა“ სიძულვილს, დაო! - ერთი აქტივისტის პროტესტი პოლიციის წინ

18 მაისი, 2019 22:39

თავისუფალმა აქტივისტმა ნიკა წიქარიშვილმა დღეს, 20:30 საათზე ჟვანიას მოედანთან მდებარე პოლიციის განყოფილების წინ აქცია გამართა. მას თავდაპირველად პოლიციისგან წინააღმდეგობა შეხვდა. სამართალდამცველი ნიკას „უსაფრთხოების კუნძულზე“ გადანაცვლებისკენ დაჟინებით მოუწოდებდა, თან ამტკიცებდა, რომ ტროტუარზე გაშლილი ქაღალდის პლაკატი მოქალაქეების გადაადგილებას შეაფერხებდა, მაშინ, როდესაც თავად პოლიციის „შკოდებს" ქვეითთა სავალი ნაწილი პარკირებისთვის ჰქონდათ ათვისებული. 

ნიკამ პოლიციის წინ პლაკატი მაინც გაშალა. 

ნიკა წიქარიშვილის პროტესტი მიმდინარე წლის 17 მაისს პოლიციელების ქმედებას უკავშირდება. როგორც ნიკა „ლიბერალს" უყვება, პატრიარქის მიერ დაწესებულ „ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე მას და მის მეგობარს (თენგო ემინაშვილს) პოლიციამ ქვიარდროშის გაშლის საშუალება არ მისცა.

„ჩვენ ვიყავით ჰომოფობიურ აქციაზე, ეს არ იყო ოჯახის სიწმინდის აქცია. გვინდოდა მსვლელობას პუშკინის სკვერიდან გავყოლოდით. მოვიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ: წამოდი ძმაო, აქეთ გავიწიოთ... შემდეგ ფორმიანმა დაგვიდასტურა, რომ პოლიციელები იყვნენ. შემდეგ სადღაც ჩიხში წაგვიყვანეს, გვემუქრებოდნენ. შემამჩნიეს, როდესაც მათი სახეები ტელეფონით გადავიღე. მოგვტაცეს ტელეფონები, როდესაც დარწმუნდნენ, რომ არანაირი ჩამწერი არ გვქონდა, შემდეგ დაიწყეს მუქარა, ღრიალი... გვეუბებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით", - გვიყვება ნიკა წიქარიშვილი. შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მეგობართან ერთად ავტომანქანით გადაიყვანეს, არც დაკავების ოქმი შეუდგენიათ და არც ადვოკატთან დარეკვის საშუალება მისცეს. აქტივისტები მხოლოდ მსვლელობის დასრულების შემდეგ გამოუშვეს. 

მოგვიანებით ნიკა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^