Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"გირჩმა" ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა

19 მაისი, 2019 20:55

"გირჩის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰერმან საბომ ბრიფინგზე "გირჩის" ჩატარებული ეგზიტპოლების შესახებ ისაუბრა. 

შედეგების გამოცხადებამდე საბომ აღნიშნა, რომ მათ მოხალისეებთან ერთად გადაწყვიტეს აეწყოთ "კუსტარული" კვლევითი ორგანიზაცია, ამაში დაიხმარეს მხარდამჭერი, რომელსაც გამოცდილება აქვს კვლევით საქმიანობის მიმართულებით და ჩაატარეს ეგზიტპოლი, რომელსაც, როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, "განსაკუთრებული მეთოდოლოგია არ აქვს" და არც ის იციან, რამდენპროცენტიანი  იქნება ცდომილება საბოლოო შედეგებთან. სულ 1700 კაცი გამოკითხეს. 

საბოს თქმით, სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მათი პარტიის შედეგები გამოაცხადონ. მისი თქმით, „გირჩის“ კანდიდატმა არჩევნებში ხმების 15.86% მიიღო. 

"თუ ეს რეალური პროცენტია, ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „გირჩმა“ გააორმაგა შედეგი", - თქვა საბომ. მისივე თქმით, ამავე ეგიზტპოლის მიხედვით, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა და მეორე ტურში გადავიდნენ შავგულიძე და კახაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^