Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა

20 მაისი, 2019 13:35

დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. პრეზიდენტმა ფიცი დადო და საინაგურაციო სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება, აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერით გამოწვეული კონფლიქტი დასრულდეს. 

„ჩვენ უნდა გავხდეთ ისლანდიელები ფეხბურთში, ისრაელელები ქვეყნის თავდაცვაში და იაპონელები ტექნოლოგიებში“

რუსეთთან მიმართებაში საუბრისას მან განაცხადა, რომ  ისინი უნდა გახდნენ „შვეიცარიელები, რათა ერთმანეთთან ბედნიერად შეძლონ ცხოვრება, მიუხედავად განსხვავებებისა“.

ზელენსკის თქმით, მისი პრიორიტეტია, ასევე, დონბასში ცეცხლი შეწყდეს. მან პირობა დადო, რომ იბრძოლებდა კორუფციის წინააღმდეგ. 

BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ არც ერთი რუსი ოფიციალური პირი არ იყო ინაუგურაციაზე მიწვეული. 

ზელენსკი ინაუგურაციაზე უკრაინულად საუბრობდა, მაგრამ  აღმოსავლეთის კონფლიქტზე საუბრისას მან რუსულად განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, იმისთვის, რომ დიალოგი დავიწყოთ, საჭიროა უკრაინელი პატიმრების დაბრუნება“. 

41 წლის ყოფილმა შოუმენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა  და დაამარცხა პეტრო პოროშენკო. ზელენსკის მოსახლეობის 73%-მა დაუჭირა მხარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^