Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected]OM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

51-ე საჯარო სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

20 მაისი, 2019 15:11

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 51-ე საჯარო სკოლის მე-12-კლასელები დღეს სკოლის ეზოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მოზარდებს შორის დაპირისპირება დანით მოხდა. 

„ლიბერალი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ შეტყობინება სამართალდამაცავ უწყებაში შევიდა. მათი ცნობით, ჩხუბი, სავარაუდოდ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ვერ მოგვაწვდიან. მათი თქმით, ინციდენტის ადგილზე სამართლადამცავები მუშაობენ. 

„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში იმყოფება, სკოლის ადმინისტრაცია მომხდარზე ღია კომენტარს არ აკეთებს. სკოლის ერთ-ერთმა მანდატურმა დაჭრის ფაქტი უარყო, თქვა, რომ ჩხუბი მოხდა, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია. მისივე თქმით, მოგვიანებით სკოლის დირექტორი განცხადებას გააკეთებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^