Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უბრალოდ შეკამათება იყო, გაიკაწრა ვიღაცა ფრჩხილისგან, ალბათ – 51-ე სკოლის მასწავლებელი

20 მაისი, 2019 15:52

51-ე სკოლის პედაგოგმა, ასმათ ჯავახიშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ მოსწავლეების ჩხუბს თავად შეესწრო. მისი თქმით, სკოლის მიმდებარედ მე-12-კლასელებმა იჩხუბეს. 

მასწავლებელი ასევე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯახნენ და ის ახლოს არ მისულა ინციდენტის დროს. 

„უბრალოდ, შეკამათება იყო. უცებ ძალიან ბევრი ბავშვი გავარდა გარეთ. ეტყობა, ერთმანეთს შეეჯახნენ, იმიტომ აღარ მივედი ახლოს. რაღაცა ეტყობა, სიტყვიერიც მიაყენეს ერთმანეთს. როგორც კი ქოთქოთი დაიწყო, მთელი სკოლა გარეთ იყო. იმდენი პოლიციელი მოვარდა, მეგონა, ომი დაიწყო. 

„ლიბერალის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაიჭრა თუ არა ვინმე, მასწავლებელმა უპასუხა, რომ „გაიკაწრა ფრჩხილისგან, იმიტომ, რომ ძალიან წვრილიაო“. 

მასწავლებლის თქმით, დაპირისპირება მე-12 კლასელებს შორის მოხდა. 

---------------

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ 51-ე საჯარო სკოლასთან მოზარდებს შორის შორის დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე დაჭრის ფაქტი არ დასტურდება. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 51-ე საჯარო სკოლის მე-12-კლასელები დღეს სკოლის ეზოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მოზარდებს შორის დაპირისპირება დანით მოხდა. 

„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში იმყოფება, სკოლის ადმინისტრაცია მომხდარზე ღია კომენტარს არ აკეთებს. სკოლის ერთ-ერთმა მანდატურმა დაჭრის ფაქტი უარყო, თქვა, რომ ჩხუბი მოხდა, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია. მისივე თქმით, მოგვიანებით სკოლის დირექტორი განცხადებას გააკეთებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^