Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Google სმარტფონების ბრენდ Huawei-ის თავის პროდუქციაზე წვდომას უზღუდავს

20 მაისი, 2019 17:41

Google სმარტფონების მწარმოებელ კომპანია Huawei-ის თავის ოპერაციულ სისტემა Android-სა და აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავს. ეს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინური კომპანიის შავ სიაში შეყვანას მოჰყვა.

როგორც CNN წერს, ეს გადაწყვეტილება Huawei-თვის დიდი დარტყმა იქნება. Google-ის რესურსების გარეშე ჩინურ კომპანიას განვითარება გაუჭირდება. არადა, მათ 2020 წლის ბოლოსთვის სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების სათავეში მოქცევა სურდათ. 

Huawei, რომელიც სმარტფონების N2 ბრენდია მსოფლიოში, Google-ის პროდუქციაზეა დამოკიდებული, მათ შორის Android-ის სისტემაზე, რომლის გარეშეც ტელეფონი ვერ იმუშავებს და App Store-ზე, რომლიდანაც აპლიკაციები იტვირთება.

Google მისი სისტემისა და სხვა რესურსების გამოყენებას Huawei-ის არ აუკრძალავს, მაგრამ შეუზღუდავს განახლებებს და სხვა ისეთ ბენეფიტებზე წვდომას, რომლის გარეშეც ჩინურ კომპანიას განვითარება გაუჭირდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი დაემორჩილებიან ხელისუფლების ბრძანებას და დაელოდებიან შედეგებს.

Huawei-ის ამერიკაში პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანია საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში, ჩინეთის ხელისუფლების ინტერესების გატარებასა და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.

Huawei-ის ბრენდის უკვე გამოსულ სმარტფონებს Google-ის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, არ დააზარალებს. CNN წერს, რომ მომხმარებლები Google-ის პროდუქციის მოხმარებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. თუმცა, მობილური ტელეფონები, რომლებიც ჯერ არ ჩაშვებულა გაყიდვაში, მხოლოდ Android-ის საჯარო სისტემით ისარგებლებენ და Gmail, Youtube და სხვა აპლიკაციებზე წვდომა არ ექნებათ.

Huawei-ში კი ამბობენ, რომ ბოლო სამი წელია კომპანიაში საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობენ და თუ ამის აუცილებლობა იქნება, Android-ზე უარს იტყვიან. „Huawei მუშაობდა თავის ოპერაციულ სისტემაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ამის საჭიროება დადგებოდა. თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ Google-სა და Microsoft-თან თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა გლენ შლოსმა, კომპანიის პრესსპიკერმა.

ჩინეთის ხელისუფლება კი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და აკრიტიკებს აშშ-ის ხელისუფლების ბრძოლას ჩინური კომპანიების წინააღმდეგ. „ჩინეთის ხელისუფლება მხარს უჭერს ჩინური კომპანიების სამართლებრივ ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის“.

„თუ გაინტერესებთ, რა ზომებს მიიღებენ ჩინეთის ხელისუფლება ან ჩინური კომპანიები, გთხოვთ მოიცადოთ და ნახავთ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლუ კენგმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^