Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერამდენე არჩევნებია, საუბარია, რომ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, რიგდება ფული – ლომჯარია

20 მაისი, 2019 19:08

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 19 მაისს გამართული არჩევნები შეაფასა.

ომბუდსმენის შეფასებით, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია. კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო წყაროს მეშვეობით, კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე.

„უკვე მერამდენე არჩევნები არის საუბარი იმაზე, რომ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, რიგდება ფული, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველამ იცის ამ ფაქტის შესახებ, თითქოს გარკვეული მტკიცებულებაც არსებობს,სამწუხაროდ, წლების განმავლობაში და ვერც ახლა ვერ დავინახეთ, რომ კონკრეტული რეაგირება ყოფილიყო ამ ფაქტების გარშემო, დასჯილიყვნენ კონკრეტული პირები,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ომბუდსმენის შეფასებით, კენჭისყრის მიმდინარეობის მონიტორინგმა ასევე ცხადყო, რომ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მასობრივი მობილიზება და მათ მიერ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება რჩება.

სახალხო დამცველს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოსათვის დამაზიანებლად მიაჩნია 19 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობრივი ხასიათის არაერთი ინციდენტი.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 2 შემთხვევასთან დაკავშირებით, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 5 პირი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამასთან, ერთი არასრულწლოვანი პირი მიუთითებს, რომ სამართალდამცავმა პირებმა ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში და გადაიყვანეს განყოფილებაში. სახალხო დამცველი აგრძელებს სამართალდამცავი პირების მხრიდან გატარებული ღონისძიებების კანონიერების საფუძვლიან შესწავლას, მათ შორის აპარატის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და არასრულწლოვან პირთან დაკავშირებული საქმეები,“ – ამბობს სახალხო დამცველი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

კვირის კომიქსი: „ლელო"

ავტორი: სალომე ჯოხაძე
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა დ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზ ...
^