Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილმა დაამკვიდრა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით - სააკაშვილი

20 მაისი, 2019 22:33

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“-მიმართვაში განაცხადა.

„სინამდვილეში, გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება, ამაში ვარ დარწმუნებული. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად და რაც მთავარია, ვინც დარბოდა თვეები, კვირეები, არაფერს შეეპუა და გუშინ ძალიან მაგრად ეჭირა თავი საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო უბნების შიგნით. ეს ხალხი საქართველოს მომავლის ოქროს რეზერვია და ძალიან მალე თქვენ იქნებით საქართველოს მომავლის განმკარგავი. სინამდვილეში, ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო და ეს იცით, ისტორიულად რას მახსენებს? 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაშიც. იქ ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი ჩვენს ხელში იყო. ასლან აბაშიძემ არჩევნებში ისეთივე მოგება ჩაიწერა, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად 2 თვეში იქ გამოვიდა ხალხი და აბაშიძე დამხო. ეს ისტორიის გაკვეთილია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთში ჰგავს ივანიშვილი ასლან აბაშიძეს. 

„ერთი ერთში ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს, პრაქტიკულად, მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით - რეჟიმი დამყარებული დაშინებაზე, მოსყიდვაზე და სხვადასხვა ასეთ შავბნელ მექანიზმზე, მაგრამ ეს არ იმუშავებს. სუს-ი თითოეულ ადამიანს სურათებს უღებდა, ყველა გასასვლელში იდგა, მერე ოჯახებში აკითხავდნენ, ურეკავდნენ, სამსახურებში მათ ნათესავებს აწუხებდნენ - ამას ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს და ეს ლიმიტი ივანიშვილისთვის შაგრენის ტყავივით დნება“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა

მისი თქმით, სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა საქართველოს არ მოშორდება, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა.

„ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ, თუ ვიღაცას ჩვენზე სწრაფად შეუძლია, წავიდეს წინ და გავყვებით, და თუ არ შეუძლიათ, ნუ შეგვიშლიან ხელს, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ახლა ფრონტის გაშლის, წინსვლის, გაშლილობის, ახალი სისხლის, ენერგიის, ხალხის ჩართვის დროა. ყველა ქუჩასა და უბანს უნდა მოვედოთ და ხალხს ვაგრძნობინოთ, რომ ხალხი იმისთვის კი არ გვინდა, რომ ჩვენი მიზნები გადავწყვიტოთ, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს, არამედ, ვართ იმისთვის, რომ ხალხს დავუდგეთ გვერდზე. ვეთანხმები სანდრას - ახლა უნდა იყოს მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე. სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა საქართველოს არ მოშორდება, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა. ხელისუფლება საბოლოო ჯამში არჩევნებით უნდა შეიცვალოს, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, რადგან ჩრდილოვან, არაფორმალურ სისტემაში ფორმალურად სწორად არჩევნებს ვერ ჩაატარებ და ეს მგონი, ელემენტარულია. ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ. ჩვენი ამოცამაა, გავშალოთ ფრონტი, ბევრი ხალხი გვყავდეს და ერთი წამით არ გავჩერდები არსად, მაშინ თქვენთან ერთად, საქართველოში ვიქნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^