Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიდერებს შორის ირაკლი კობახიძის საქმიანობას ყველაზე ცუდად აფასებენ - NDI

21 მაისი, 2019 11:29

NDI-მ საქართველოში საზოგადოების განწყობა გამოიკვლია. 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დეკემბერში ასე ფიქრობდა 53%, მარტში - 49%. 

რაც შეეხება ლიდერების საქმიანობის შეფასებას, თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას 10% ძალიან კარგად აფასებს, 33% - კარგად, 30% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 7% - ძალიან ცუდად.

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 1% აფასებს ძალიან კარგად, 19% - კარგად, 38% - საშუალოდ, 21% - ცუდად, 9% - ძალიან ცუდად. 

პრემიერ მამუკა ბახტაძის საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 17% - კარგად, 44% - საშუალოდ, 17% - ცუდად, 5% - ძალიან ცუდად. 

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძის საქმიანობას 2% ძალიან კარგად აფასებს, 14% - კარგად, 38% - საშუალოდ, 25% - ცუდად, 8% - ძალიან ცუდად. 

კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების
ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^