Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: 46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

21 მაისი, 2019 11:31

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს 2009 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 25%-ის აზრით კი, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

2018 წლის დეკემბერში, NDI-ის ბოლო კვლევისას, გამოკითხულთა 8%-ით ნაკლები - 38% მიიჩნევდა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, პატარა ქალაქების მცხოვრებლებშია (54%), ყველაზე დაბალი აზერბაიჯანულ დასახლებებში - 20%. თბილისში კი გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევა 2019 წლის 28 მარტი - 15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2.927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის.

გამოკითხვის საშუალო ცდომილებისზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^