Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობა ყველაზე ცუდად პარლამენტისა და სასამართლოების საქმიანობას აფასებს - NDI

21 მაისი, 2019 11:56

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა სხვადასხვა ინსტიტუტს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტისა და სასამართლოების საქმიანობას აფასებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 1% აფასებს ძალიან კარგად, 11% კი - კარგად როგორც პარლამენტის, ისე სასამართლოების საქმიანობას. 

პარლამენტის საქმიანობას 40% საშუალოდ აფასებს, 31% - ცუდად, 9% კი - ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 8%-მა ამ ინსტიტუტის საქმიანობაზე პასუხობს, რომ „არ იცის“.

რაც შეეხება სასამართლოებს, გამოკითხულთა 31% მათ საქმიანობას საშუალოდ აფასებს, რაც პარლამენტის საქმიანობის საშუალოდ შეფასებაზე ნაკლებია, თუმცა ასევე მცირედით ნაკლებია მათი რაოდენობა, ვინც სასამართლოების საქმიანობას ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს - გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობენ, 9% კი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 19%-მა შეფასებისას განაცხადა, რომ „არ იცის“.

პარლამენტისა და სასამართლოების შემდეგ ყველაზე ცუდად მოსახლეობა მთავარი პროკურატურის საქმიანობას აფასებს. აქაც მხოლოდ გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურა ძალიან კარგად მუშაობს. 13% კი ფიქრობს, რომ მთავარი პროკურატურა კარგად მუშაობს.

გამოკითხულთა 21% მთავარი პროკურატურის საქმიანობას ცუდად აფასებს, 5% კი ძალიან ცუდად.

მოსახლეობა ინსტიტუტებს შორის ყველაზე დადებითად ეკლესიის საქმიანობას აფასებს, შემდეგ იუსტიციის სახლების, მათ საქართველოს ჯარი და პოლიცია მოჰყვება.

კვლევა 2019 წლის 28 მარტი - 15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2.927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^