Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ გენდობით, რომ თქვენს ხელში სისტემა ნაკლებად ძალადობრივი იქნება - ჯაფარიძე „ევროპულ საქართველოს"

21 მაისი, 2019 14:36

ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვით პასუხობს „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებს, რომლებიც „გირჩს“ თავიანთი კანდიდატის, შალვა შავგულიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწყოთ თხოვნით. ქართულში არსებობს ასეთი ზმნა: „თხოვნა“.

ახლა დროზე „გირჩმა“ აასხით, მიდით საარჩევნო უბნებზე და ჩვენი კანდიდატი შემოხაზეთ, თორემ „ქოცებს“ დაგიძახებთ“ - ეს თხოვნა არ არის, არამედ მორალური დამუნათებაა.

„გირჩი“ არ არის ქართული სტანდარტული  პარტია, რომელსაც აქვს პარტიული სტრუქტურა, ჰყავს კოორდინატორები, უბნის უფროსები, ზონის უფროსები, რომელშიც პარტია ზემოდან ქვემოთ „ჩაასხამს“ ფულს და შესაბამის ხმებს საითაც უნდა, იქით გაუშვებს.

„გირჩის“ ხმები არავის, მათ შორის არც ჩემს, ჭკუაზე არ დადის. ცხვრები არ ვართ. სინამდვილეში თუ ვინმეს უნდა ჩვენი ხმები, უნდა აგვიხსნას, რატომ  იმსახურებს ჩვენს ხმებს.

ამის შანსი ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ - შალვა შავგულიძეს, ისევე, როგორც სხვა კანდიდატებს, ჩვენთან მოსვლა და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა შევთავაზეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდოდა, გაკვერკვია, როგორი ადამიანია, რა ფასეულობები აქვს და რას უნდა ველოდოთ მისგან. ყველა მოვიდა, მათ შორის გიორგი ანდრიაძე და მიხეილ-გელა სალუაშვილი. შავგულიძე კი არ მოვიდა, მეტიც „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები აქეთ გვამუნათებდნენ, „ვინ ჩემი ფეხები ხართ, რომ თქვენთან საერთოდ მოვიდეს ვინმე და დაგელაპარაკოთო“. Live-ს მაყურებელთა რაოდნეობას გვითვლიდნენ. დაახლოებით ასე გამოუვიდათ: „ჩვენ სახალხო არტისტები ვართ და თქვენთან მოსვლა არ გვეკადრებაო“. ეს იციან „გირჩელებმა“.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, „გირჩში“ არავინ „ჭამს“ იმას, რომ მთავარია, ახლა ბიძინა გავუშვათ და ყველაფერი კარგად იქნება.

ჯაფარიძის შეფასებით, შავგულიძის წესიერების მიუხედავად, ყველას კარგად ესმის, რომ შავგულიძე ახლა არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა.

„ევროპული საქართველო“ აპირებდა, შავგულიძე ხან გენპროკურორის თანამდებობაზე გაეშვა, ახლა კი სხვა პარტიის („თავისუფალი დემოკრატების“) თავმჯდომარეს უკვე მეორედ უშვებს მაღალ თანამდებობაზე ის პარტია, რომელსაც რაღაცებზე აქვს პრეტენზია. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არანაირი შანსი არ აქვს.

ისიც გასაგებია, თუ „ევროპულმა საქართველომ“ ოდესმე ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, შავგულიძეს არავინ არაფერს შეეკითხება. ისიც კარგად გვესმის,  რომ ეს არჩევნები პარლამენტში არაფერს შეცვლის, „ევროპულ საქართველოს“ თუ 21-ე კაცი დაემატება, ამით არაფერი შეიცვლება.

თუ შავგულიძემ მოიგო, ეს ორი რამის სიგნალი იქნება:

1. ბიძინა სუსტდება, რაც კარგია;

2. „ევროპული საქართველო“ იმყარებს პოზიციებს. ეს რამდენად კარგია, ამაში „გირჩში“ არ ვართ მაინცდამაინც დარწმუნებულები.

მანამ, სანამ „ევროპული საქართველოს“ წევრი [გიგი წერეთელი] მხარს უჭერს წილხვდომილების დღის აღნიშვნის შესახებ კანონპროექტს;

ვერ ბედავთ, რომ საპატრიარქოს მიერ შემოგდებული კანონპროექტების წინააღმდეგ მისცეთ ხმა;

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე [დავით ბაქრაძე] დიდი კელაპტრებით დარბის, ტელევიზიებში გამოსაჩენად, ყველა რელიგიურ დღესასწაულზე;

გულწრფელად ვერ ვხედავთ, ძალაუფლებისა და კომფორტის გარდა რა გინდათ;

მანამ, სანამ ნარკოპოლიტიკაზე გექნებათ ასეთი პოზიცია - „დეკრიმინალიზაციას კი ვუჭერთ მხარს, მაგრამ მერე კომპლექსური მიდგომა არის საჭირო“. სინამდვილეში კი მხარს უჭერთ იმას, რომ უდანაშაულო ხალხი გაუშვათ ციხეში;

ხმების დაკარგვის შიშით შუალედური პოზიციის დაჭერა გიწევთ;

მანამ, სანამ თამაშობთ და არანაირი გარანტია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რას იზამთ, როდესაც ძალაუფლება თქვენი იქნება, მეტიც, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სისტემური ძალადობა ბევრი მიმართულებით გაგრძელდება;

არ გენდობით, რომ თქვენს ხელში სისტემა ნაკლებად ძალადობრივი იქნება, ვიდრე ბიძინას ხელში;

არც ვაპირებ იმის ზომვას, ვის ხელში უფრო ნაკლებად ძალადობრივი იქნება სისტემა - ბიძინას თუ „ევროპული საქართველოს“. საფუძველი არ გვაქვს, რომ გენდოთ. როდესაც ძალაუფლება გქონდათ, ასე იყო. მეტიც, ძალადობრივი სისტემები - სასამართლო, პროკურატურა, განათლებისა და საარჩევნო სისტემა - თქვენი აწყობილია, უბრალოდ ამათ [„ქართულმა ოცნებამ“] გადმოიბარეს. არ გვაქვს გარანტია, რომ უკან არ გადაიბარებთ. ოპოზიციაში ყოფნისას არ იძლევით რაიმე სარწმუნო ნიშნებს, რომ მაინცდამაინც რაღაცებს შეცვლით", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^