Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სენაკის საკრებულოს წევრის თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სცემა

21 მაისი, 2019 19:02

სენაკის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორის სოსელია ამბობს, რომ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ბორის სოსელია „რუსთავი 2-თან“ ჰყვება, მათ შორის შელაპარაკება სხდომაზე დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზუგდიდში არჩევნები დემოკრატიულად გაიმართა და გამარჯვებულისთვის უნდა მიელოცათ, რაც ბორის სოსელიამ გააპროტესტა.

„ჩხუბი მოჰყვა იმას, რომ მივულოცოთ გამარჯვებულებსო, დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო. ამის შემდეგ მე ვთქვი, რომ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა, ამას არ ერქვა დემოკრატია და ეს იყო ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების მიტაცება-მეთქი.

ამას მოჰყვა შემდეგ შელაპარაკება სიტყვიერი, მაგრამ იქვე ჩაცხრა. საკრებულოს სხდომის დასრულებისთანავე, მოულოდნელად, სრულიად რომ არ ველოდი ისე, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის შემდეგ ცუდად გავხდი“, - ჰყვება ბორის სოსელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^