Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოკერია: ელისაშვილის სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში

22 მაისი, 2019 11:27

„ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილმა გაიმეორა ძალიან აგრესიული, არაკორექტული გზავნილი შალვა შავგულიძის მიმართ.

„გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ ბატონი ელისაშვილისგან, არის ძალიან სამწუხარო ჩემთვის. ეს არის ერთი ერთში ის გზავნილი, რა ბინძურ კამპანიასაც შალვა შავგულიძის მიმართ ატარებდა და ატარებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი, რომ ეს შავგულიძე კი არ არის, ეს არის „ნაცების“ კანდიდატი.

ბატონ ელისაშვილს თქვენს ეთერში მოუყოლია ამბავი: მეხვეწებოდნენ, რომ გავმდგარიყავი გვერდზეო და იქამდე, ნათქვამი აქვს, რომ ვთანამშრომლობ და მაქვს კონტაქტი ყველა ოპოზიციურ პარტიასთანო. ეს უბრალოდ სიცრუეა. მე მართლა მქონდა მასთან შეხვედრა(ჩვენს თანაგუნდელებს) და მისი სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი, პრაქტიკულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის. ჩემი პასუხი იყო, რომ ეს არასერიოზულად მიმაჩნდა, რადგან თვითონ თუ დადგებოდა, მაშინ შეიძლებოდა დისკუსია, ოღონდ ესეც არა ავტომატურად. მან ეს მონათლა, თითქოს ჩვენ ვეხვეწებოდით რამეს? არა, პირიქით! მას ჰქონდა თხოვნა, ოღონდ ამაში არაფერი პრობლემა არ არის, ეს არის ცივილიზებული და რაზეც შევთანხმდით იყო, რომ მეორე ტურში დავუჭერდით ერთმანეთს მხარს. მან გაიმეორა ძალიან აგრესიული, არაკორექტული გზავნილი შალვა შავგულიძის მიმართ. თუ მიიჩნევს, რომ ჩვენთან დიალოგში შემოსვლა არ არის სირცხვილი და უნდოდა, რომ რაღაც კოორდინაცია ყოფილიყო და მერე ტალახს ესვრი შალვა შავგულიძეს იმიტომ, რომ ჩვენთან ღიად თანამშრომლობს? თუ ვიღაცას უნდოდა, რომ არასაჯაროდ ჰქონოდა პოლიტიკური მოლაპარაკება (რაც ასევე ნორმალურია), მაგრამ თუ მე მელაპარაკები, ურთიერთობაში შემოდიხარ და მერე შალვა შავგულიძეს ესხმი თავს - ეს არის უპატიოსნო პოზიცია“ - განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის" ტოქშოუ „360 გრადუსში"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^