Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მელია: „ოცნებაში“ დაუოკებელი სურვილი აქვთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდეს

22 მაისი, 2019 12:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე შესაძლოა, განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, ყველა ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული - მათ ხელისუფლების შეცვლა სურთ.

„ჩვენთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ერთი მიზანი და ამოცანა, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი. ჩვენ ვართ ამ მოძრაობაში გაერთიანებული სხვადასხვაგვარი ადამიანები, სხვადასხვა გემოვნების და პოლიტიკის კეთების დროს, შესაძლებელია, სხვადასხვა სტილის მატარებელი.

მაგრამ ვართ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული - ყველას მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, არის ამ ქვეყნის ძლიერი მუხრუჭი. მუხრუჭს ვინ ჩივის, არის რეგრესი ყოველდღიურ რეჟიმში“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ნიკა მელიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დაუოკებელი სურვილი აქვთ, დაპირისპირება მოხდეს მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, განხეთქილება მოხდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა ამას ვერ ნახავენ.

„რა დამანახა ამ პროცესმა, დაუოკებელი სურვილი „ქართულ ოცნებაში“, რომ რაღაცა ისეთი მოხდეს სააკაშვილსა და მელიას შორის და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდეს განხეთქილება. და არამხოლოდ სახელისუფლებო ორბიტაზე დავინახე ეს სურვილი სამწუხაროდ. ამას ვერც სახელისუფლებო ორბიტაზე მოესწრებიან რიგი პოლიტიკოსები და ვერც რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩემთვის, ოპოზიციურ ფლანგზე მოესწრებიან რიგი ადამიანები“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მას არც ქუჩის აქციებზე უთქვამს უარი, თუმცა მიიჩნევს, რომ მათ კარგი დაგეგმვა სჭირდება.

„აქციები ყოველდღე უნდა ჩავატაროთ, მწვავე აქციები უნდა ჩავატაროთ. მაგრამ ასი ათასობით ადამიანია ჩართული ამ პროცესში და იმედის თვალით გვიყურებს. ჩვენ არ გვაქვს ფინიშის სწორს შეცდომის დაშვების უფლება.

მე ვარ მომხრე მწვავე ოპონირებისაც საკრებულოებში თუ სხვაგან და ქუჩის აქციებისაც. თუკი ვინმე რადიკალურობით გამოირჩევა, ერთ-ერთი მე ვარ, მაგრამ თარიღის დაკიდება ერთ კონკრეტულ დღეს და დიდი მანიფესტაციის მოწყობა ისე, რომ იქიდან შედეგით ვერ წამოვალთ, იქნება მთელი ოპოზიციური მოძრაობისთვის დიდი იმედგაცრუება“, - თქვა ნიკა მელიამ.

მელიას აზრით, ფართომასშტაბიანი აქციები, რომლებიც ერთ დღეში დაშლილა, მხარდამჭერებში იმედგაცრუებას იწვევს, ამიტომ მათი გამართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ამ აქციების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება.

მანამდე კი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, თავად მათ პარტიას აქვს შედეგები გასაუმჯობესებელი, ამის შემდეგ კი ხელისუფლება არჩევნებითაც შეიცვლება, რადგან, მელიას თქმით, სიმართლე მათ მხარეს არის და „ივანიშვილს არა მარტო არჩევნებში, ჯოკერი რომ ეთამაშონ, იქაც უნდა მოუგონ“.

„სადაც ჩვენ ვართ გასაძლიერებლები, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს დავაბრალოთ უძლეველობა. სადღაც ჯერ ვართ ჩვენ სუსტები და ვამბობდეთ, რომ არჩევნებში ვერ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, არ შეიძლება.

ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში კი არა, ჯოკერი რომ ვეთამაშოთ, ჯოკერიც უნდა მოვუგოთ. იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს დღეს. პოლიტიკურ პროცესში არჩევნების კომპონენტის ამოღება არ შეიძლება“, - განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^