Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემს კანდიდატურას განვიხილავდი, მაგრამ პირველმა დავუჭირე რულოვსს მხარი“ - მელია ზუგდიდის მერობაზე

22 მაისი, 2019 12:28

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდის მერობისთვის საბრძოლველად, პირველ რიგში, მისი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა შემდეგ სანდრა რულოვსმა გამოთქვა ინიციატივა და მანაც მხარი დაუჭირა.

მელიამ უარყო მოსაზრება, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, „რუსთავი 2-ის“ ეთერში სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები გააკრიტიკა ფართომასშტაბიანი აქციების გამართვაზე.

„სიმართლე არის ის, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა და, პირველ რიგში, ვინმე თუ განიხილავდა, მე თვითონ განვიხილავდი სულ თავიდან, როცა დაიჭირეს ერთი მერი, ერთმა კლანმა მეორე კლანიდან.

მაგრამ, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სანდრა რულოვსს ჰქონდა სურვილი,  ეყარა კენჭი არჩევნებში, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ზუგდიდთან - წლები მუშაობდა აქ, პირველი, ვინც მხარი დაუჭირა, ვიყავი მე“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

პარლამენტარის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს და უახლოეს მომავალში პირადად შეხვედრასაც აპირებს. როგორც მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, პირად ურთიერთობაზე მაღლა დგას საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

„ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა კიდეც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მონაგარი და თუკი ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი.

დიახაც, მე შეიძლება აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება კონკრეტულ დღეს, ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს უკანონო დევნა“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას, სხვადასხვა თემის განხილვას აპირებს, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

„ყველაფერზე დაველაპარაკები, რაც მოემსახურება გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^