Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყვარელში გავხსნით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიების სკოლას - მიხეილ სააკაშვილი

22 მაისი, 2019 15:41

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმების შესახებ მოქალაქეებს Facebook-Live-ით მიმართავს. როგორც ის ამბობს, შეიქმნება სკოლა, რომელშიცს 500 ახალგაზრდას ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკასა და ივანიშვილის მოშორების შემდეგ ჭაობიდან საქართველოს ამოყვანის გზებზე ესაუბრებიან,

„ბორია თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება. ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის. ახლა გაჩერების დრო არ არის, ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებ. 2013 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის, ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვინც არის ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება, იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან ვამზადებ საფუძველს, დაჩქარებული წესით საქართველოში დაბრუნებისა და ბრძოლაში ჩართვისთვის, თქვენი იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა, სწორად მივდივართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^