Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ხეების მოჭრის ნებართვის შესახებ განმარტებას აქვეყნებს

22 მაისი, 2019 15:42

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ადმინისტრაცია  ხეების მოჭრის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში წერია, ამგვარი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს. მათი თქმით, პროექტი საჭიროებს  „მეტწილად გამხმარი ხეების მოჭრას“, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება. 

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეტანილ 100-ზე მეტ ხეს მოჭრიან

„ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს - მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ნაწილი ტყის ზონისგან დაშორებით მიმდინარეობს, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენც დავდექით გარკვეული რაოდენობის, მეტწილად გამხმარი ხეების ამოღების აუცილებლობის წინაშე;

ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების მანძილზე იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია - ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება!

 ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის მასშტაბური პროექტის განხორციელებით, ქუთაისში ისტორიული მნიშვნელობის საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება, რასაც როგორც ქალაქის მოსახლეობა, ისე მთელი ქვეყანა, საკუთარ თავზე იგრძნობს.

ამ ფონზე, ყოვლად გაუგებარია დღეს იმ ადამიანების რეაქცია, რომელთაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, როდესაც საკომპენსაციო ზომებზე საუბარიც კი არ იყო, ხოლო გარემოზე გავლენა შეუდარებლად მეტი, მსგავსი პრეტენზია არ გამოუხატავთ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ა(ა)იპ ასოციაცია „ატუს" მიეცა უფლება, სახელმწიფო ნაკვეთზე მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხე. 

  • იმერული მუხა - 60 
  • ძელქვა - 49 

____________________

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაქვეყნა კვლევა - „ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო“, სადაც „ასოციაცია ატუ“ დაკავშირებულია  ბიძინა იავნიშვილთან. მაგ: კვლევაში ვკითხულობთ, რომ აიპ „ასოციაცია ატუ“ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც „ბანკი ქართუს" ცენტრალური ოფისი; 

რეესტრის მიხედვით, ასოციაციის თავმჯდომარეა როსტომი ჩაბრაძე, ხოლო  წევრები - ბიჭია დემეტრაშვილი; კახა კობიაშვილი. 

ასოციაციის თავმჯდომარე როსტომ ჩიბრაძე „ქართულ ოცნების“ შემწირველია. მან აპრილში პარტიას 10 000 ლარი შესწირა  ასევე, 15 000 ლარი შესწირა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

ჩიბრაძე 2012 წლიდან თითქმის ყოველწლიურად სწირავდა პარტიას თანხას. 

ასევე „ქართული ოცნების“ შემწირველია ასოციაციის წევრი კახა კობიაშვილი, მან 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 140 000 ლარი შესწირა პარტიას, მესამე წევრმა ბიჭია დემეტრაშვილმა კი ჯამში - 43 078 ლარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

კვირის კომიქსი: „ლელო"

ავტორი: სალომე ჯოხაძე
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა დ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზ ...
^