Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველის თეატრის დასი რუსეთის კულტურის სამინისტროს ფესტივალში მონაწილეობას გეგმავს

22 მაისი, 2019 15:58

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მოსკოვში გასტროლებზე მიდის. ინფორმაცია „ლიბერალს“ თეატრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დასი სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“ მოსკოვის მოსსოვეტის სახელობის თეატრში 8-9 ივნისს წარადგენს.

ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტკალი, რომლის რეჟისორიც რობერტ სტურუაა, ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაშია შეტანილი. ფესტივალის ვებგვერდის მიხედვით, სპექტაკლი ქართულ ენაზე რუსული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი 14 მაისს დაიწყო და 21 ივლისამდე გაგრძელდება.

ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალის ვებგვერდის მიხედვით, ფესტივალის ორგანიზატორები არიან რუსეთის კულტურის სამინისტრო და ქალაქ მოსკოვის კულტურის დეპარტამენტი, გენერალური პარტნიორი კი რუსეთის „პირველი არხია".

„ლიბერალმა“ რუსთაველის თეატრს მისი დასის მოსკოვში გასტროლებზე წასვლის მიზანშეწონილობის შესახებ პოზიციის გამოხატვაც სთხოვა, თუმცა თეატრისგან მხოლოდ პრესრელიზი მივიღეთ, რომელშიც მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ რუსთაველის თეატრი ჩეხოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 15 ქვეყნის თეატრალური დასი და 8,9 ივნისს წარადგენს სპექტაკლს „ვანო და ნიკო“.

ფოტო: გიორგი ყაჯრიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^