Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაფიცული მაღაროელი: გაფიცვამდე გაწეულ შრომას კომპანია არ გვინაზღაურებს

22 მაისი, 2019 17:24

ჭიათურაში 15 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. გაფიცვასთან ერთად დასაქმებულები უკვე მე-6 დღეა შიმშილობენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ დღეს გავრცელებულ განცხადებაში უკანონოს უწოდებს მაღაროელების გაფიცვას და ამბობს, რომ გაფიცულებს ხელფასის 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც კომპანიამ უარი მიიღო. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ გაფიცულები, მათ შორის რომან კუპატაძე. 

როგორც ის „ლიბერალთან“ ამბობს, გარდა ხელფასის გაზრდის შეუსრულებლობისა, გაფიცვის დაწყებამდე გაწეული შრომის ანაზღაურებას კომპანია არ ურიცხავს დასაქმებულებს.

„სანამ გაფიცვას დავიწყებთ ჩვენ ვიშრომეთ და ბიჭებს ხელფასები ასაღები გვაქვს აუცილებლად და ამ ხელფასებსაც არ გვირიცხავენ“, - აცხადებს კუპატაძე.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ეს გაფიცვა  მაღაროელებმა მოულოდნელად, თავიანთი ინიციატივით დაიწყეს

„პროფკავშირი არის ყოველთვის იქ, სადაც მაღაროელები არიან, მაგრამ  თვითონ ეს მაღაროელები ამბობენ, რომ პროფკავშირის ჩარევა ამ საქმეში არ სურთ“,  - ამბობს სამხარაძე. 

რაც შეეხება კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სამხარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში გაფიცულებმა 20% დათმეს „30%-ით მოგვიმატეთ ხელფასი 50%-ის ნაცვლად, ოღონდ ახლავე ყველასო“. სამხარაძე ამბობს, რომ კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 15%-ით გაზრდა შესთავაზა.

„და 10%-ს ერთი წლის განმავლობაში მოგიმატებთ, ამის ვადებსაც გავწერთ ერთადო. ამის წინააღმდეგ წავიდნენ გაფიცულები“. 

მისი თქმით, ე.წ. ვახტური რეჟიმის დროს მაღაროელი თვეში 15 დღე მუშაობს გადაბმულად კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. პაატა სამხარაძის თქმით, ამ თხუთმეტი დღის განმავლობაში მუშებს არ აქვთ უფლება სახლში წასვლის, არც ქალაქში გასვლა შეუძლიათ უნებართვოდ და მუშაობენ 12 საათის განმავლობაში. საერთო საცხოვრებელში კი არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და არც იმ ობიექტებზე, სადაც მუშაობა უწევთ. 

სამხარაძე ამბობს, რომ დასაქმებულები გაფიცვით კოლექტიურ ხელშეკრულებას არ არღვევენ და გაფიცვა კანონიერია. როგორც მან „ლიბერალს“ უთხრა, ჯანდაცვის სამინისტროს მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა არსებულ მძიმე შრომით პირობებზე, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრს რეაგირება არ მოუხდენია.

როგორც გაფიცულები ამბობენ, ამ ეტაპზე 3000-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული და წარმოებად სრულად არის შეჩერებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^