Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა

22 მაისი, 2019 17:58

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.ღ-ს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ იმის გამო, რომ დანაშაული არასრულწლოვანმა ჩაიდინა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა.

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. დამნაშავედ 16 მაისს ცნო.

დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც პროკურატურის ცნობით, გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^