Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამის თქმით, სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ

22 მაისი, 2019 18:42

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ველოდით, რომ ამ ექვს თვეს აკმარებდნენ, რაც იჯდა. მაქსიმუმ ველოდით, რომ პირობითს მისცემდნენ.

ყველას პირობითი აქვს. ხომ გადაამტერეს ეს ბავშვები ერთმანეთს, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. [ჩემი შვილი კი] სამაგალითოდ დასაჯეს და ამ ხელისუფლებამ და პროკურატურამ მას შეაწმინდა ხელი“, - განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დ.ღ-ს მამამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც პროკურატურის ცნობით, გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო.

პროკურატურის ბრალდებით, დ.ღ-მ მკვლელობის შემდეგ გამომძიებლებს მოუყვა, რომ ჩხუბის დაწყებისას დავით სარალიძემ ხელი ჩაავლო და ფარდულში შეათრია მიხეილ კალანდია და გ.ჯ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მკვლელობის მცდელობისთვის შეეფარდა პატიმრობა.

დ.ღ-მ თავდაპირველად თქვა, რომ ფარდულში, მაშინ, როცა გ.ჯ-მ ცივი იარაღი გამოიყენა, სარალიძესთან ჩხუბში მიხეილ კალანდიაც იღებდა მონაწილეობას.

დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, დ.ღ-მ, რომელიც მისი შვილის მეგობარი იყო, მასაც იგივე მოუყვა. მოგვიანებით კი, დ.ღ-მ სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხვისას, უარყო კალანდიას ჩხუბში მონაწილეობა.

პროკურატურის ბრალდებით, დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას. სასამართლომ ის დამნაშავედ 16 მაისს სცნო, დღეს კი სასჯელის დანიშვნისთვის გაიმართა სხდომა. დ.ღ-ს ცრუ ჩვენებისთვის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ იმის გამო, რომ მან დანაშაული არასრულწლოვნობის პერიოდში ჩაიდინა, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმსუბუქდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^