Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

23 მაისი, 2019 11:04

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე ავრცელებს. მისი თქმით, თუ მათ მოთხოვნებს კომპანია არ დააკმაყოფილებს, ყოველ დღე თითო მაღაროელი აპირებს პირის ამოკერვას. 

ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო.  თავდაპირველად ერთი ცვლა 150  მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 

„მაღაროელებს გადაბმულად ამუშავებენ, 15 დღე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ" - ჭიათურის პირველადი პროფკავშირი

„ჯორჯიან მანგანეზი“ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში უკანონოს უწოდებს მაღაროელების გაფიცვას და ამბობს, რომ გაფიცულებს ხელფასის 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც კომპანიამ უარი მიიღო. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას სიცრუეს უწოდებენ გაფიცულები, მათ შორის რომან კუპატაძე. 

როგორც ის „ლიბერალთან“ გუშინ ამბობდა, გარდა ხელფასის გაზრდის შეუსრულებლობისა, გაფიცვის დაწყებამდე გაწეული შრომის ანაზღაურებას არ ურიცხავს კომპანია დასაქმებულებს.

„სანამ გაფიცვას დავიწყებთ ჩვენ ვიშრომეთ და ბიჭებს ხელფასები ასაღები გვაქვს აუცილებლად და ამ ხელფასებსაც არ გვირიცხავენ“, - აცხადებს კუპატაძე.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ეს გაფიცვა  მაღაროელებმა მოულოდნელად, თავიანთი ინიციატივით დაიწყეს

„პროფკავშირი არის ყოველთვის იქ, სადაც მაღაროელები არიან, მაგრამ  თვითონ ეს მაღაროელები ამბობენ, რომ პროფკავშირის ჩარევა ამ საქმეში არ სურთ“,  - ამბობს სამხარაძე. 

რაც შეეხება კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სამხარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში გაფიცულებმა 20% დათმეს „30%-ით მოგვიმატეთ ხელფასი 50%-ის ნაცვლად, ოღონდ ახლავე ყველასო“. სამხარაძე ამბობს, რომ კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 15%-ით გაზრდა შესთავაზა.

„და 10%-ს ერთი წლის განმავლობაში მოგიმატებთ, ამის ვადებსაც გავწერთ ერთადო. ამის წინააღმდეგ წავიდნენ გაფიცულები“. 

მისი თქმით, ე.წ. ვახტური რეჟიმის დროს მაღაროელი თვეში 15 დღე მუშაობს გადაბმულად კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. პაატა სამხარაძის თქმით, ამ თხუთმეტი დღის განმავლობაში მუშებს არ აქვთ უფლება სახლში წასვლის, არც ქალაქში გასვლა შეუძლიათ უნებართვოდ და მუშაობენ 12 საათის განმავლობაში. საერთო საცხოვრებელში კი არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და არც იმ ობიექტებზე, სადაც მუშაობა უწევთ. 

სამხარაძე ამბობს, რომ დასაქმებულები გაფიცვით კოლექტიურ ხელშეკრულებას არ არღვევენ და გაფიცვა კანონიერია. როგორც მან „ლიბერალს“ უთხრა, ჯანდაცვის სამინისტროს მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა არსებულ მძიმე შრომით პირობებზე, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრს რეაგირება არ მოუხდენია.

როგორც გაფიცულები ამბობენ, ამ ეტაპზე 3000-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული და წარმოებად სრულად არის შეჩერებული.

გაფიცული მაღაროელი: გაფიცვამდე გაწეულ შრომას კომპანია არ გვინაზღაურებს

„ჯორჯიან მანგანეზი”: დასაქმებულებმა ხელფასის 25%-იან მატებაზე უარი თქვეს, უკანონო გაფიცვა გააგრძელეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^