Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღესდღეობით სკოლებში 35 346 პრაქტიკოსი პედაგოგია დასაქმებული, მათ შორის 12 111 პენსიონერია

23 მაისი, 2019 13:03

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგს, რომელსაც პროფესიული წინსწვლა არ სურს სამინისტრო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს სთავაზობს, რაც ორი წლის სახელფასო ბიუჯეტს გულისხმობს.

„ლიბერალი“ დაინტერესდა დღეს ზოგადსაგანამანთლებლო სკოლებში რამდენი პედაგოგია პრაქტიკოსის სტატუსის მქონე და აქედან რამდენია საპენსიო ასაკის.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით, სკოლებში დასაქმებულ პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა შადგენს 35 346. 

მათ შორის 12 111 ასაკით პენსიონერია. აქედან 10 147 ქალია, 1964 კაცი.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერი პედაგოგი ისარგებლებს სამინისტროს შეთავაზებით,- აიღებს ჯილდოს და შეწყვეტს პროფესიულ საქმიანობას.

ასევე ჯერჯერობით უცნობია იმ პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგთა რაოდენობაც, რომლებიც სტატუსის ამაღლების მიზნით გამოცდაზე დარეგისტრირდნენ. აქვე გასათვალისწინებელია დაახლოებით 8 000 პედაგოგი, რომლებიც ზაფხულში უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 20 ათასამდე აპლიკანტი პრაქტიკოსი, მოქმედი მასწავლებელია, 5 ათასამდე კი - მასწავლებლობის მსურველი. ცენტრისთვის ცნობილი არ არის აღნიშნული სტატისტიკა ასაკობრივ ჭრილში, თუ რამდენი პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი დარეგისტრირდა გამოცდაზე. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ახალი შეთავაზება აქვს.

იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სამინისტროს შეთავაზება პენსიონერ მასწავლებლებს - შეფასება

სამინისტროში აცხადებენ, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის პედაგოგი ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას, მაგრამ სკოლის დატოვების სურვილი არ ექნება, სკოლას შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუკი პედაგოგი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, შეუძლია, ხელშეკრულება გაუგრძელოს. 
 

რა ცვლილება იგეგმება საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის

მინისტრი: სექტემბრიდან უფროს, წამყვან და მენტორ პედაგოგებს ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ

ვფიქრობ, პედაგოგთა ხელფასების გაზრდისა და საპენსიო ჯილდოსთვის 250 მლნ. იქნება საჭირო - ჯაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^