Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ამბობს, რომ ტელეფონი გაუტეხეს

23 მაისი, 2019 14:52

„ბრალდება აბსურდულია და ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ" - ასე პასუხობს „TV 25“-ს ლექტორი იმ სტუდენტის ბრალდებაზე, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე ამბობს, რომ ტელეფონის პროგრამა გატეხეს, საიდანაც გოგოს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

„ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის „აიქლაუდი“ გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნების პერიოდში ვიყავი. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", – აცხადებს ომარ მახარაძე.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ელოდება, რომ გამოძიება დამნაშავეს გამოავლენს. 

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინიტრომ ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პოლიცია მიმართა და ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პირველად გამოცემა „ბათუმელებმა" დაწერა. სტუდენტი „ბათუმელებს" მოუყვა, რომ ლექტორი მას თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.

„თავიდან მწერდა, როგორც ლექტორი. ცდილობდა, დამეგობრებას. შემაქო, გამომკითხა ოჯახური მდგომარეობა. ვიფიქრე, კარგი ლექტორია და გასაჭირში საგანზე დამეხმარება. ანგარიშს გამიწევს. მე ვმუშაობ და რთული გრაფიკი  მაქვს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავის დროზე თვალი დახუჭეს და არ გაიტანეს გარეთ. იმ სტუდენტების სახელით, რომლებიც ვერ იცავენ თავს, იმდენად მიამიტები არიან, რომ ვერ გამოდიან სიტყვით, ეს იქნება მაგალითი, რომ თვითონაც ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი შიშის გარეშე." – აცხადებს ტვ 25-თან სტუდენტი გოგო, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

„რომ არ გავუგზავნე სელფი, თვითონ გამომიგზავნა ფოტოები. ერთი იყო  წელს ზევით მაისურში და მეორე წელს ქვევით. შემდეგ ვუთხარი, რომ ასეთი ქცევა შეუფერებელია. არ აქვს მნიშვნელობაო, მოიხსენი კომპელექსები, ვითომ ზღვაზე ხარო." - ამბობს სტუდენტი გოგო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
^