Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ხეების მოჭრა გააპროტესტეს

23 მაისი, 2019 15:06

„სამოქალაქო მოძრაობის“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა  ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან სამშენებლო სამუშაოების გამო წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრა გააპროტესტეს. 

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მოძრაობის წევრები და აქტივისტები მოითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ არის აუცილებელი წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის, მუხისა და ძელქვის მოჭრა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთებამდე შეაჩეროს ხეების ჭრის პროცესი.

______________________________

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ა(ა)იპ ასოციაცია „ატუს" მიეცა უფლება, სახელმწიფო ნაკვეთზე მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხე. 

  • იმერული მუხა - 60 
  • ძელქვა - 49 

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაქვეყნა კვლევა - „ივანიშვილის კომპანიები – თანამდებობის პირების სამჭედლო“, სადაც „ასოციაცია ატუ“ დაკავშირებულია  ბიძინა იავნიშვილთან. მაგ: კვლევაში ვკითხულობთ, რომ აიპ „ასოციაცია ატუ“ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც „ბანკი ქართუს" ცენტრალური ოფისი; 

რეესტრის მიხედვით, ასოციაციის თავმჯდომარეა როსტომი ჩაბრაძე, ხოლო  წევრები - ბიჭია დემეტრაშვილი; კახა კობიაშვილი. 

ასოციაციის თავმჯდომარე როსტომ ჩიბრაძე „ქართულ ოცნების“ შემწირველია. მან აპრილში პარტიას 10 000 ლარი შესწირა  ასევე, 15 000 ლარი შესწირა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

ჩიბრაძე 2012 წლიდან თითქმის ყოველწლიურად სწირავდა პარტიას თანხას. 

ასევე „ქართული ოცნების“ შემწირველია ასოციაციის წევრი კახა კობიაშვილი, მან 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 140 000 ლარი შესწირა პარტიას, მესამე წევრმა ბიჭია დემეტრაშვილმა კი ჯამში - 43 078 ლარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^