Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია AiCar სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

23 მაისი, 2019 15:47

კომპანია AiCar-ის განცხადებით, მედიაში 22 მაისს გავრცელებული ინფორმაცია კომპანია AiCar-ის შესახებ არის მცდარი და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

კომპანია AiCar-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია AiCar 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა და რეგისტრაციის მონაცემები არის ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. ამდენად, კომპანიის თქმით, სრული სიცრუეა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს AiCar რუსული კომპანიაა. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას: AiCar მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრომობილებით მომსახურებას, სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

კომპანია აცხადებს, რომ AiCar-ის პარტნიორები და მომწოდებლები არიან ამ სფეროში წარმატებული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორისაა გერმანია, უკრაინა და იაპონია. "ამჟამად აპლიკაცია მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაც შეეხება აპლიკაციაში რეგისტრაციისას შეყვანილი პირადი მონაცემების დაცულობას - სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიის სერვერები, სადაც ხდება მომხმარებლების მონაცემთა ბაზების შენახვა, მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. სერვერები იმყოფება 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ და ხელმისაწვდომი არ არის არავითარი მესამე მხარისთვის, მით უფრო - რუსეთისთვის, როგორც ამას ზემოხსენებული მედიასაშუალება აცხადებს" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^