Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო - სააკაშვილი

23 მაისი, 2019 16:00

ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დ მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

​„მოგესალმებით მორიგი რეისიდან მორიგი მიმართულებით. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით, რა ხდება, ივანიშვილის მთავარი ამოცანა რა არის – ყველა მინუს სააკაშვილი, ესე იგი, ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას და ხან აქედან. ნახეთ, ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო. აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო. ჩვენი ამოცანა ახლა არის, არ წამოვეგოთ ამას და მოვყვეთ საქმეს ბოლომდე, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ბრძოლა ზაფხულში ძაან გააქტიურდეს. ახლა რას შვრებიან „ოცნების“ ხალხი – ჩამოუარეს ბიზნესმენებს და უთხრეს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, მომავალი წლის შემოდგომაზე სჭირდებათ სამასი მილიონი დოლარის მობილიზაცია. ყველა ბიზნესს სთხოვენ, ყველა სახელმწიფო კონტრაქტში ატკატს 30-40 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ მოახრჩობენ  საქართველოში ყველაფერს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადაუდებლად და ვიმოქმედოთ ზაფხულში შემოდგომამდე. ამიტომ ვისაც გვჯერა, წამოგვყევით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^