Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე შსს გამოკითხვებს აწარმოებს

23 მაისი, 2019 17:36

დღეს, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ ლექტორის სექსუალურ 
შევიწროებაში დადანაშაულების შესახებ.

ლონდა თოლორაიას თქმით, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი დადგება.

"ფაქტზე დაწყებული არის გამოძიება და როგორც თქვენთვის ცნობილია ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსრულებას ექვემდებარება შევიწროება, როდესაც იგი საზოგადოებრივ ადგილას არის ჩადენილი. თუ გამოძიებით გამოიკვეთება, რომ ეს შევიწროება სწორედ ამ ადგილას არის ჩადენილი, მაშინ ცხადია ამაზე რეაგირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიგზავნება იმ ორგანოში, რომელმაც ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ასევე, რადგან გამოძიება დაწყებულია, ნიშნავს იმას, რომ თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“. - თქვა თოლორაიამ

„ბრალდება აბსურდულია და ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ" - ასე პასუხობს „TV 25“-ს ლექტორი იმ სტუდენტის ბრალდებაზე, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე ამბობს, რომ ტელეფონის პროგრამა გატეხეს, საიდანაც გოგოს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

„ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. ჩემი ტელეფონის „აიქლაუდი“ გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნების პერიოდში ვიყავი. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება", – აცხადებს ომარ მახარაძე.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ელოდება, რომ გამოძიება დამნაშავეს გამოავლენს. 

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინიტრომ ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პოლიცია მიმართა და ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პირველად გამოცემა „ბათუმელებმა" დაწერა. სტუდენტი „ბათუმელებს" მოუყვა, რომ ლექტორი მას თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.

„თავიდან მწერდა, როგორც ლექტორი. ცდილობდა, დამეგობრებას. შემაქო, გამომკითხა ოჯახური მდგომარეობა. ვიფიქრე, კარგი ლექტორია და გასაჭირში საგანზე დამეხმარება. ანგარიშს გამიწევს. მე ვმუშაობ და რთული გრაფიკი  მაქვს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავის დროზე თვალი დახუჭეს და არ გაიტანეს გარეთ. იმ სტუდენტების სახელით, რომლებიც ვერ იცავენ თავს, იმდენად მიამიტები არიან, რომ ვერ გამოდიან სიტყვით, ეს იქნება მაგალითი, რომ თვითონაც ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი შიშის გარეშე." – აცხადებს ტვ 25-თან სტუდენტი გოგო, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

„რომ არ გავუგზავნე სელფი, თვითონ გამომიგზავნა ფოტოები. ერთი იყო  წელს ზევით მაისურში და მეორე წელს ქვევით. შემდეგ ვუთხარი, რომ ასეთი ქცევა შეუფერებელია. არ აქვს მნიშვნელობაო, მოიხსენი კომპელექსები, ვითომ ზღვაზე ხარო." - ამბობს სტუდენტი გოგო. 



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^