Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ უნდა დაგვავიწყოს - Amnesty International

23 მაისი, 2019 20:34

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინალის გამართვამდე გულშემატკივრებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე აფრთხილებს.

დიდი ბრიტანეთის ოფისის დირექტორის ქეით ალენის თქმით, აზერბაიჯანმა ვერ უნდა შეძლოს მსგავსი სპორტული ღონისძიებების გამართვით ჩამოირეცხოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით შექმნილი იმიჯი.

„აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ მძიმე მდგომარეობაშია. ხელისუფლების სამიზნეები გახდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები და უფლებადამცველები. ჩვეული მოვლენაა არასამართლიანი სასამართლო პროცესები და ცილისმწამებლური კამპანიები.

აპატიმრებენ ლგბტი თემის წევრებს და მაშინაც კი, როცა ხალხი ქვეყნიდან გარბის, მათ აიძულებენ უკან დაბრუნდნენ.

ოთხშაბათს გასამართი მატჩის ჩინებული ფასადის მიღმა არსებული მძიმე რეალობის შესახებ ინფორმირებით გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და გუნდების სამწვრთნელო შტაბებს შეუძლიათ წინ აღუდგნენ აზერბაიჯანის მცდელობას ჩამოირეცხოს ეს არასასურველი იმიჯი.

ძალიან ხშირად, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებებით გადაიტანოს ყურადღება მათ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღევევებისგან. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ქეით ალენი.

Amnesty International ქეით ალენის კომენტართან ერთად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც წერს. ორგანიზაცია მედიაზე, ლგბტი აქტივისტებსა და არსამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ტენდენციებს მიმოიხილავს.

29 მაისს კი ბაქოში უეფას ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ლონდონური კლუბები არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^