Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE► ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მსვლელობას მართავენ

24 მაისი, 2019 10:59

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მსვლელობას მართავენ. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ისინი მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. გუშინ გაფიცულებს ბაღების აღმზრდელები და სკოლების მასწავლებლები შეუერთდნენ. 

„ვისაც გული უძგერს, შემოუერთდეს ჩვენს მსვლელობას. ეს ჭიათურისთვის აუცილებელია. ეს ჩვენი შვილებისთვის კეთდება. დაგვიდექით გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გაფიცულები აპირებენ ქალაქს შემოუარონ და ისევ მერიასთან დაბრუნდნენ. 

ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. თავდაპირველად ერთი ცვლა - 150  მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. კომპანიის შენობის ადმინისტრაციიდან მაღაროელებმა ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ პროტესტს.

მაღაროელები ხელფასის მომატებას (50%-იან ზრდას), კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 

გაფიცვიდან მეორე  დღეს მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ კომპანია იმ დღესვე დაიწყებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.

ამის შემდეგ მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაფიცულები ამბობენ, კომპანიის შეთავაზება იყო ხელფასების 10 -15%-იანი  ზრდა, ისიც ეტაპობრივად და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. ამ პირობას მაღაროელები არ დასთანხმდნენ.

ამის შემდეგ 15 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი მე-7 დღეა შიშილობენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ცნობით, „დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“.

„შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

შიმშილობასთან ერთად მაღაროელებმა პროტესტის კიდევ ერთ უკიდურეს ზომას მიმართეს. ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

კვირის კომიქსი: „ლელო"

ავტორი: სალომე ჯოხაძე
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა დ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზ ...
^