Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლაშა დარსალია: აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე მსჯელობა დღეს გაგრძელდება

24 მაისი, 2019 11:31

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და დელიმიტაციის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ამჟამად საზღვრის 1/3-ია აზერბაიჯანთან შესათანხმებელი, რომელშიც რამდენიმე რთული მონაკვეთი შედის.

როგორც ლაშა დარსალია ამბობს, დელიმიტაციის კომისიის ფარგლებში აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარმოადგენს, დღეს კვლავ იმსჯელებენ.

„შეხვედრაზე ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, ცალსახად არის დელიმიტაციის საკითხი. დაახლოებით 2/3-ი არის საზღვრის შეთანხმებული, დარჩენიალია 1/3-ი. მათ შორის რამდენიმე რთული მონაკვეთი, რომელზეც კომისია მუშაობს და აგრძელებს მსჯელობას.

დღეს მოხდება უკვე არგუმენტებზე მსჯელობა და მუშაობის გაგრძელება სხვადასხვა შეუთანხმებელ მონაკვეთთან დაკავშირებით. მიზანი არის ცალსახა, რომ მივაღწიოთ პოზიციების შეჯერებას შეუთანხმებელ მონაკვეთებზე“, - თქვა ლაშა დარსალიამ „რუსთავი 2-თან“.

გუშინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ გაჰყავს გზა ტრაქტორს. კადრების ავტორი, ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი წერდა, რომ აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტექნიკაა მობილიზებული და ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით გზას აკეთებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^