Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო

24 მაისი, 2019 12:30

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, დადგინდა, რომ დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება ამ კუთხითაც აქტიურად მიმდინარეობს, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. 

22 მაისს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ჩვილის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის გოგო დააკავა. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^