Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან წავიდა

24 მაისი, 2019 13:21

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერი სამი წლის განმავლობაში იყო. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერნდუმს მხარი დაუჭირეს, დევიდ კამერონისგან ეს თანამდებობა ტერეზა მეიმ ჩაიბარა. მას დაევალა ბრექსიტის გეგმა და მოლაპარაკებები ბრიუსელთან, რაც საბოლოოდ წარმატებით ვერ დასრულდა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა რამდენჯერმე გადადო, თუმცა გეგმაზე ვერც თავად ქვეყნის პოლიტიკური ძალები შეჯერდნენ და ვერც ბრიუსელთან დასრულდა მოლაპარაკებები.

„მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გავხდი, ჩემი გამუდმებული მცდელობა იყო, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას ემუშავა არა მხოლოდ პრივილეგირებულთათვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის. ასევე, ვცდილობდი, პატივი მეცა რეფერენდუმის შედეგებისადმი. მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მეის მომზადებული ბრექსიტის გეგმა რამდენჯერმე ჩავარდა. მისი თქმით, ამის გამო, პირადად ნანობს და თანამდებობას ტოვებს. 7 ივნისიდან, როცა მეი პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს, კონსერვატორებმა ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ, რომელიც ქვეყნის პირველი პირიც გახდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^