Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

24 მაისი, 2019 16:50

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა მოხდა. კერძოდ, ადვოკატსა და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე უცნობი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულიგნობისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა გ.კ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს ხოლო, სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239ე და 126-ე მუხლებით," - ამბობენ უწყებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენ ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^