Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ არიან წევრები

24 მაისი, 2019 16:57

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქართულ საანბანო სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

ამ მიზნით, განათლების სამინისტროში მიხეილ ბატიაშვილის თავმჯდომარეობით „დედა ენის“ კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. 

სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განისაზღვრა ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „დედა ენის“ სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსის სახით შევა.

უწყების ცნობით, მიხეილ ბატიაშვილის თავმჯდომარეობით შექმნილია სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი  დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და  პედაგოგი მარინე გოგავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომისია შეიმუშავებს ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც გრიფის მინიჭების შემდეგ სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სკოლებს ასარჩევად წარედგინება.  შესაბამისად, 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ სახელმძღვანელო ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის შესაბამის მოსწავლეს უფასოდ გადაეცემა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^